четверг, 30 мая 2019 г.

ჯანსაღი ცხოვრების წესი



ჩემს სადამრიგებლო I კლასში ლალი დათიკაშვილის (ტუღუში გიორგის ბებია) დახმარებით 2018-2019სასწავლო წლის შემოდგომაზე ჩატარდა გაკვეთილი ჯანსაღი ცხოვრების წესზე. მშობელმა ჯერ ბავშვებს დაუსვა სახალისო კითხვები და გაიგო თუ რა იცოდნენ ამ თემის შესახებ. შემდეგ მხიარული აქტივობებით და თამაშებით აუხსნა თუ რა არის მიკრობები, რატომ და როგორ უნდა ვიყოთ დიდხანს სუფთა ჰაერზე, როგორ ჩავანაცვლოთ კომპიუტერი სააზროვნო ვარჯიშებით. ბავშვები დიდი ინტერესით ისმენდნენ, პასუხობდნენ და თავადაც სვამდნენ კითხვებს, ივარჯიშეს, ბოლოს მინიშნებების დახმარებით გამოიცნეს რა იდო „შავ ყუთში“  და პრიზიც დაიმსახურეს.
ძალიან სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილი ჩატარდა.











Комментариев нет:

Отправить комментарий