შიდა შეფასების
გაკვეთილის გეგმა
თემა - „გამოცდის შემდეგ“ - აკაკი წერეთელი
ავტორი - მანანა დარსანია
საგანი
|
ქართული ენა
|
მასწავლებლის სახელი გვარი
|
მანანა დარსანია
|
სწავლების საფეხური / კლასი:
|
44 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე,
მათ შორის 2 სსსმ მოსწავლე
|
თემა
|
„გამოცდის შემდეგ“ - აკაკი წერეთელი
|
მიზანი
სასწავლო საკითხები ტიპიური განვითარება
|
მხატვრული ტექსტის წაკითხვა,გაგება-გააზრება.
|
სასწავლო საკითხები სსსმ მოსწავლისთვის
|
მხატვრული ტექსტის წაკითხვა, ფაქტობრივი კითხვების დასმით ტექსტის შინაარსის
გაგება-გააზრება.
|
ესგ-ის შედეგი.
მისაღწევი შედეგის ინდიკატორები.
|
ქართ. IV 1.
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა სახის ტექსტი და გადმოსცეს მათი
შინაარსი.
• მიჰყვება მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ
ხაზს და თანამიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.
ქართ. IV 2. მოსწავლეს
შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
• მსჯელობს ნაწარმოებში ასახულ ამბავზე,
მისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კუთხით.
• უკავშირებს პერსონაჟის მოქმედებას პირად
ცხოვრებისეულ გამოცდილებას და იხსენებს მსგავს სიტუაციებს.
ქართ. IV.6.მოსწავლეს
შეუძლია სხვადასხვა თემაზე შექმნილი მხატვრული ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა.
• აანალიზებს ცალკეულ რეპლიკას-ვის ეკუთვნის,
ვინ არის ადრესატი, რა არის რეპლიკის მიზანი(მაგ.,რჩევის მიცემა, ინფორმირება, ახსნა,
საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და სხვა.)
·
ამოიცნობს
ნაწარმოების ძირითად თემას.
|
ესგ-ის შედეგი.
მისაღწევი შედეგის ინდიკატორები სსსმ მოსწავლისათვის.
|
ქართ. III.
7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი
დამოკიდებულების გამოხატვა.
• მოსწავლე გამოხატავს წაკითხული ტექსტით
აღძრულ ემოციებს, განცდებს მასწავლებლის დახმარებით;
ქართ. III.
12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
• მოსწავლე სცემს პასუხს მასწავლებლის მიერ
დასმულ ფაქტობრივ კითხვებს მოცემულ ტექსტთან დაკავშირებით გამართულად მასწავლებლის
დახმარებით;
|
საჭირო დრო
|
1 გაკვეთილი (45 წთ)
|
წინარე ცოდნა
ტიპიური განვითარება
|
მოსწავლეებს შეუძლიათ ადეკვატურად აღიქვან სხვადასხვა სახის ტექსტი,
გადმოსცენ მათი შინაარსი; გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება მხატვრული ნაწარმოების მიმართ; სხვადასხვა თემაზე შექმნან მცირე
ზომის თხზულება.
|
წინარე ცოდნა
სსსმ მოსწავლისთვის
|
მოსწავლეს შეუძლია ძირითადი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების სათანადოდ
გამოყენება,ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, მცირე
ზომის ტექსტის დამოუკიდებლად შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
|
სასწავლო რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, პროექტორი, პლაკატი, ცხრილები, რვეული,
კალამი, ქვიზი, სამუშაო ფურცელი.
|
აქტივობები
|
1. საორგანიზაციო
საკითხებს მოგვარება.
2. კლასთან
ერთობრივი ინტერაქცია-კითხვების დასმა.
3. პრეზენტაცია
- „აკაკი წერეთელი - საოჯახო ალბომი“.
4. ახალ
ლექსიკურ ერთეულებზე ვარაუდების გამოთქმა.
5. ტექსტის
კითხვა ვარაუდებით,გაგრძელებით.
6. კლასთან
ერთობლივი ინტერაქცია - კითხვების დასმა.
7. ჯგუფური
მუშაობა.
8. პრეზენტაცია.
9. გასვლითი
ბარათები.
10. საშინაო
დავალების მიცემა.
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები
|
ახალი ლექსიკური ერთეულების შესწავლა, წაკითხულის საკუთარ გამოცდილებასთან
დაკავშირება, ტექსტის გაგება-გააზრება.
|
შეფასების ტიპები და მეთოდები
|
ზეპირი განმავითარებელი კომენტარი
|
შეფასების საგანი და პროცედურები
კრიტერიუმები
|
კარგი
|
საშუალო
|
დამაკმაყოფილებელი
|
მსჯელობს, გამოთქვამს შეხედულებებს,გამოხატავს საკუთარ ემოციებს და ცდილობს
მათ ახსნას
|
კარგად გაართვა თავი დაგეგმილ აქტივობებს
|
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით
|
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
|
მონაწილეობს დაგეგმილ აქტივობებში.
|
კარგად გაართვა თავი დაგეგმილ აქტივობებს
|
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით
|
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
|
ფლობს პრეზენტაციის უნარს
|
კარგად გაართვა თავი დაგეგმილ აქტივობას
|
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით
|
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას.
|
გაკვეთილის მსვლელობა
A ფაზა
- გამოწვევა - 10 წთ
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზაცების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარება
|
გაკვეთილის თემისა და მიზნის, შეფასების რუბრიკების წარდგენა
|
საკლასო
|
ჟურნალი, კალმისტარი, დაფა, ცარცი, შეფასების რუბრიკები.
|
2 წთ
|
მოსწავლეთა მობილიზება საგაკვეთილო პროცესისთვის
|
2.
|
კლასთან ერთობლივი ინტერაქცია
|
კითხვების დასმა:
შეკითხვები და სავარაუდო პასუხები: ვინ არის აკაკი წერეთელი? რა იცით
მისი მოღვაწეობის შესახებ?
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
3 წთ
|
შესწავლილი მასალის გააქტიურება
|
|
3.
|
მწერლის ფოტოალბომის დათვალიერება და ცხოვრების ძირითადი ეპიზოდების
გახსენება
|
სლაიდების ნახვა და კითხვების
დასმა:სად დაიბადა და გაიზარდა აკაკი წერეთელი?ვინ იყვნენ მისი მშობლები?სად მიიღო
განათლება?როგორ იხსენებს აკაკი გიმნაზიის წლებს?ვინ იყო მწერლის მეუღლე? შვილი?რა იყო
აკაკის შემოქმედების განმსაზღვრელი?რა სახელით მოიხსენიებდა მადლიერი
ქართველი ერი აკაკი წერეთელს?
|
მთელი კლასი
|
კომპიუტერი, პროექტორი, ეკრანი
|
5 წთ
|
შესწავლილი მასალის გააქტიურება, მოსწავლეების მოტივაციის აღძვრდა.
|
B ფაზა
- შინაარსის რეალიზება (სიღრმისეული წვდომა, ცოდნის კონტრუირება) - 15 წთ
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზაცების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული
აქტივობის ბოლოს მისაღწევი
შედეგი
|
1.
|
ახალ ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობა (კაჭუა-პატარა აკაკის მოსაფერებელი
სახელი. ვიგინდარა-არაფრის მაქნისი, ვიღაც ოხერი. დაუჯდომელი-საგალობელი,რომელიც
ფეხზე ადგომით სრულდება. პარაკლისი-სავედრებელი ან სამადლობელი ლოცვა. დაგიჭერია
ეგზამენი-ჩაგიბარებია გამოცდა.)
|
ვარაუდების გამოთქმა
|
მთელი კლასი
|
ბარათზე დაბეჭდილი ახალი სიტყვები, დაფა.
|
2წთ
|
ლექსიკური მარაგის გამდიდრება
|
2.
|
ტექსტის კითხვა
|
ვარაუდებით კითხვა, გაგრძელებით
კითხვა. სავარაუდო შეკითხვები: სათაურის მიხედვით, თქვენი
ვარაუდით, რის შესახებ იქნება მოთხრობილი?რომელ პირში საუბრობს ავტორი?რა არის
ბიოგრაფია? ავტობიოგრაფია?აკაკის რომელი ავტობიოგრაფიული თხზულება იცით?როგორ
განწყობას გადმოსცემს ავტორი სიტყვით „მოვფრინდი“?თქვენი ვარაუდით, გამოცდის
შემდეგ აკაკი გახარებულია თუ დამწუხრებული?რა მოლოდინი ჰქონია მამას? გამართლდა
მისი იმედი?როგორ გესმით მამის სიტყვები: „კვიცი ყოველთვის გვარზე მიდისო“.როგორ
გესმით სიტყვები“ „ოჯახის შვილი ხარ და ვიგინდარები არ გაიტოლო“?რომელი ლოცვა
იცით?რას გახსენებთ აკაკის დედის სიტყვები: „უღმერთოდ რაც არ უნდა იცოდე, მაინც
ვერას გააწყობ“.დედის დარიგების მიხედვით, რა არის და რა არ არის სირცხვილი?რა
არის ეშმაკი და რა ყოფილა „ეშმაკის საფეხურები?“
|
მთელი კლასი
|
სახელმძღვანელო
|
10 წთ
|
შინაარსის წვდომა
|
3
|
კლასთან ერთობლივი ინტერაქცია
|
კითხვების დასმა: რამ გაახარა აკაკი? როგორ შეხვდა მამა აკაკის წარმატებას?
როგორ დაარიგა მამამ შვილი? რას დაუკავშირა დედამ აკაკის წარმატება? რა გრძნობა დაეუფლა
აკაკის თანატოლების მიმართ?
|
მთელი კლასი
|
3 წთ
|
შინაარსის
სიღრმისეული
წვდომა
|
C ფაზა-რეფლექსია - შეჯამება-გამთლიანება- 20 წთ.
N
|
აქტივობა
|
მეთოდი
|
კლასის ორგანიზაცების
ფორმა
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
თითოეული აქტივობის ბოლოს მისაღწევი შედეგი
|
1.
|
ჯგუფური მუშაობა
|
სეგმენტური მეთოდი:
I ჯგუფი - ეპიზოდების დასურათება. II ჯგუფი - ვენის დიაგრამაზე მშობლების
დარიგების ასახვა. III ჯგუფი - წაკითხული
ტექსტის, ნასწავლი ანდაზების, ლექსებისა და მოთხრობების მიხედვით , თხზულების შექმნა
სათაურით „სწავლა სინათლეა, უსწავლელობა - სიბნელე“. IVჯგუფი - წაკითხული ტექსტის, ნასწავლი ანდაზების,
ლექსებისა და მოთხრობების მიხედვით , თხზულების შექმნა სათაურით „დედის დარიგება“.
V ჯგუფი - ადაპტირებული ტექსტი ფაქტობრივი კითხვებით. VI ჯგუფი - ქვიზის
შევსება და მის მიხედვით მნიშვნელოვანი საკითხების დაფაზე გამოტანა.
|
ჯგუფები
|
სამუშაო ფურცლები, ფორმატი, წებო, ფერადი ფანქრები, სქემები, ვენის დიაგრამა
|
8 წთ
|
ტექსტის ანალიზი, ტექსტში აღწერილი დეტალების შემჩნევა და მათ შორის
კავშრების აღმოჩენა; ტექსტის წარმოსახვაში გაცოცხლება; შინაარსისა დამოკიდებულების
გადმოცემა ვიზუალური მასალის მეშვეობით და წერილობით.
|
2.
|
ნამუშევრების წარმოდგენა
|
პრეზენტაცია
|
ჯგუფები
|
ნამუშევრები, დაფა, მაგნიტები
|
10 წთ
|
მეტყველების, მოსმენის, პრეზენტაციის უნარების განვითარება, ნამუშევრების
შემოწმება-შეფასება.
|
3.
4.
|
შემაჯამებელი შეკითხვის დასმა
დავალების მიცემა
|
გასასვლელი ბარათის შევსება
ტექსტი კარგი კითხვით,ახალი ლექსიკური ერთეულები გადაწერონ ‘‘სიტყვის
სკივრში’’. ახალ სიტყვებზე შეადგინონ თითო წინადადება და ჩაწერონ რვეულში.
|
ინდივიდუალური
მთელი კლაასი
|
ბარათი,საწერკა-
ლამი
სახელმძღვანელო, კალამი, ბარათები
|
1წთ
1 წთ
|
ზეპირი და წერილობითი განმავითაებითი შეფასება.
მიღებული ცოდნის განმტკიცება, ტექსტის გააზრება.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий