вторник, 10 сентября 2019 г.

თეატრის როლი ადამიანზე

 თეატრის როლი ადამიანზე

ჩვენ ვიცით რომ,თეატრი ეხმარება ადამიანებს საკუთარი თავის შეცნობაში, სინდისის გაღვიძებაში... მისი მნიშვნელობა დიდია, რადგანაც თეატრს ადამიანის სულზე ზემოქმედების საშუალებათა განსაკუთრებული მრავალფეროვნება ახასიათებს. ერთია ზეპირი (დიდაქტიკური) შეგონება, მეორე კი - ხელოვნების სიმაღლემდე აყვანილი ცხოველმყოფელი ქადაგება. თეატრის ენა ხომ ცოცხალი ქმედების ენაა, თვალსაჩინო სანახაობის ენა.

თეატრი ხელოვნების არაერთი დარგის სინთეზია. მასში თავს იყრის: დრამატურგია, სასცენო ხელოვნება, ფერწერა, მუსიკა, არქიტექტურაც კი. გმირების წარმოსახვითი სახეები ჩვენს თვალწინ ცოცხლდებიან. აბსტრაქტული ცნებები - სიკეთე, სიყვარული, გმირობა, თავგანწირვა... ხორცს ისხამენ, კონკრეტულ სახეს იძენენ, მეტყველნი და რეალურნი ხდებიან. ისინი გვატყვევებენ თავიანთი ჯადოსნური ძალმოსილებით და მთელი ცხოვრების მანძილზე ჩვენი მეგზურნი ხდებიან. ამას მოსდევს ადამიანის სულში ის სასწაული, რაზეც არისტოტელე იტყოდა: "თეატრი კათარზისის უდიდესი საშუალებააო".

ბავშვის სული კი  საკმაოდ ნაყოფიერი ნიადაგია სიკეთისა და ჭეშმარიტების თესლის აღმოსაცენებლად. ის ადვილად იჯერებს ზღაპრებს, რომელთა საფუძველში კაცობრიობის სულიერი კულტურის მარად უცვლელი ღირებულებები, საკრალური სიბრძნე დევს.სწორედ ამ სიბრძნესთან ზიარება გარდაქმნის წუთისოფელს, უბოროტო სიკეთის სამკვიდროდ აქცევს მას.

თაობათა ესთეტიკური და ეთიკურ-ზნეობრივი აღზრდის საქმეში წმინდა ილია მართალი უდიდეს როლს თეატრს ანიჭებდა. იგი წერდა: "თეატრი ბევრ შემთხვევაში მარტო ხელოვნების მსახური არ არის. ჩვენ არ ვიცით სხვა მისებრ უებარი საშუალება, რომელიც ასე მარჯვედ, სწრაფად და პირდაპირ მოქმედებდეს ადამიანის უკეთესთა გრძნობათა გამოფხიზლებასა და მოძრაობაზე. ეს წმინდა ტაძარია, სადაც იცინიან კიდეც და სტირიან კიდეც, მხოლოდ იმიტომ, რომ განიწმიდონ ავისა და ბიწისაგან, სადაც ორივე ცრემლი, სიხარულისაც და მწუხარებისაც, უკვდავების წმიდა წყაროდან მომდინარეობს ჩვენს გასაადამიანებლად და გასაკეთილშობილებლად".

ჭეშმარიტი თეატრის მადლსა და ძალას, "გონებამიუწვდომელ თილისმას" ადამიანის გულში "სათნოების კვირტის" გამოკვანძვა ძალუძს. სასურველია, ბავშვობიდანვე "გამოიკვანძოს" ეს კვირტი.  ეს სიბრძნე ყოფითი სინამდვილის თვალსაზრისით შესაძლოა "სიბრიყვედაც" მიიჩნეოდეს, მაგრამ ზღაპარში ის ყოველთვის გამარჯვებულია.


ჩვენც ამის გათვალისწინებით  სასწავლო წლის განმავლობაში რამდენჯერმე ვესტუმრეთ თეატრ „ივერიონს’.

თეატრი  "ივერიონი" შემქმნელი მაია პიტიურიშვილი პროფესიით მსახიობია. მან სერგო ზაქარიაძის სახელობის კოლეჯი დაამთავრა. წლები გიორგი შავგულიძის სახელობის თეატრში მუშაობდ და პარალელურად საბავშვო თეატრი "ნიღბები" ქონდა. 2013 წლიდან საკუთარი თეატრი "ივერიონი" შექმნ და ახალგაზრდა მსახიობებით დააკომპლექტ. თეატრის შექმნის იდეა მას გაიჩნდა, რაშიც მისი პედაგოგი და რეჟისორი თამარ ხიზანიშვილი დაეხმარა. მათთან არაჩვეულებრივი, ახალგაზრდა, ნიჭიერი მსახიობები თამაშობენ, რომლებიც შექმნის დღიდან მხარში უდგანან მაია პიტიურიშვილს .


მათ ასევე აქვთ საბავშვო და თოჯინების თეატრიც, რომელსაც - "ზღაპრის ზარდახშა" ჰქვია. ისინი თვითონ ახერხებენ კოსტიუმების შექმნას, ყიდვას, გრიმს და ა.შ. ძირითადად სპექტაკლებს ქალბატონი თამარ ხიზანიშვილი და ნიკა საბაშვილი დგამენ. თუმცა მაია პიტიურიშვილმაც დადგა რამდენიმე სპექტაკლი: "ცისკარა", "უკვდავების თეთრი ვარდი", "წუნა და წრუწუნა", " ბაბაჯანას ქოშები", "ჯადოსნური ღამე". " ჯერ დაიხოცნენ მერე იქორწინეს",  "კაცია ადამიანი?!", "დარისპანის გასაჭირი".
ჩვენ მომავალშიც მათი ხშირი სტუმრები ვიქნებით.

11.10.2018











29.11.2018.




























21.12.2018.






















25.05.2019.























Комментариев нет:

Отправить комментарий