понедельник, 1 июля 2019 г.

ქართულის გაკვეთილის გეგმა-დედა, ცხოვრების საწყისი.


ქართულის გაკვეთილის გეგმა
ავტორი - მანანა დარსანია

თემა:   დედა - ცხოვრების საწყისი;
სასწავლო რესურსი: 1. პიესა სახელმძღვანელოდან „სოკოს ქვეშ“ (იაპონური           ზღაპრის მიხედვით)
                      2. მხატვრული ტექსტი G - PriEd -ის პაკეტიდან ლადო ასლამა-
                       ზიშვილის „ვინ მღერის ყველაზე ტკბილ ნანას?“
მიზანი და შედეგი: შესწავლილი ტექსტის წაკითხვა მეთოდით „მკითხველთა თეატრი“; ახალი ტექსტის ვარაუდებით და გაგრძელებით წაკითხვა; გაგება-გააზრება; ახალი ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობის დადგენა; მოსმენის, კითხვის, მსჯელობის, წერის, საკუთარი აზრის გამოთქმის, პრეზენტაციის უნარების, მეგობრული, ემპათიური დამოკიდებულების განვითარება.   
                    
ესგ შედეგები:  ქართ. II. 1. მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად რეაგირება მარტივ
                           სამეტყველო სიტუაციებში.
                  ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე
                       შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი
                       დამოკიდებულება.    
                 ქართ.  II. 3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი
                        ფორმების მეტყველებაში გამოყენება.           
                  ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.    
                  ქართ. II. 6. მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის მიერ წაკითხულ მხატვრულ
                        ტექსტებში ინფორმაციის მოძიება, მონაკვეთების წაკითხვა და გაგება.
                  ქართ. II. 7. მოსწავლეს შეუძლია მარტივი ტექსტის არსებითი ენობრივ-გრამა-
                        ტიკული ნიშნების ამოცნობა.
                  ქარ. II. 8. მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი / წაკითხული ტექსტი ან ტექსტის   
                        ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.  
                  ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება. 
                  ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებ-
                          ლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით. 
სასწავლო საფეხური: დაწყებითი, მე-2 კლასი
მოსწავლის პროფილი: კლასში 25 მოსწავლეა, სწავლების ჩვეულებრივი ტემპი უმეტესობისათვის მისაღებია. მათ შორის 2 სსსმ მოსწავლეა, მათთან ვიყენებ სწავლების დიფერენცირებულ მიდგომას.
საჭირო დრო: 45 წუთი  
წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: მოსწავლეები ფლობენ კითხვის ტექნიკას, შეუძლიათ ტექსტის დამოუკიდებლად წაკითხვა, შეკითხვაზე პასუხის გაცემა, საკუთარი ცოდნის წერილობით გადმოცემა, პარალელის გავლება შესწავლილ და ახალ მასალას შორის.
საჭირო მასალა/რესურსები: სახელმძრვანელო, მხატვრული ტექსტი G -PriEd -ის პაკეტიდან, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, აქტივობის ბარათები, კალამი, პროექტორი, რვეული, ფერადი ბარათები - შუქნიშნის ფერები, დავალების ფურცლები.
აქტივობები: გონებრივი იერიში, სიტყვის პირამიდა, დამოუკიდებელი კითხვა, ვარაუდებით კითხვა, ქვიზი - 1, 2, 3, 4 კუთხეებით, კითხვა-პასუხი, აქტივობის ბარათები (დიფერენცირებული), თვითშეფასების სქემა.
გაკვეთილის მსვლელობა:
I ფაზა (A) - წაკითხვამდე
აქტივობა 1 - საშინაო დავალება - პიესა სახელმძღვანელოდან „სოკოს ქვეშ“ მეთოდით „მკითხველის  თეატრი“. (შევახსენებ მოცემული მეთოდით კითხვის სპეციფიკას); გონებრივი იერიში, წინარე ცოდნის გააქტიურება, შეკითხვების დასმა: რა არის პიესა? რა არის დიალოგი? რის შესახებ არის პიესა? რატომ იმსახურებენ შექებას პიესის პერსონაჟები? ხომ არ გახსენდებათ მზგავსი შინაარსის მოთხრობა ან ამბავი?
აქტივობა 2 - გავაცნობ ახალი ტექსტის სათაურს: „ვინ მღერის ყველაზე ტკბილ ნანას?“. გონებრივი იერიში, მოლოდინის განსაზღვრა: როგორ ფიქრობთ, ვისზე ან რაზე შეიძლება იყოს ეს მოთხრობა?
აქტივობა 3 - ტექსტიდან ახალ ლექსიკურ ერთეულზე მოლოდინის განსაზღვრა: როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს ეს სიტყვები? (ფუღურო, ავდარი, შეაფარა თავი, წუნია, კვალი, მიიწ-მოიწიეს).
II ფაზა (B) – წაკითხვის დრო
აქტივობა 1 - საჩვენებელი კითხვა ანალიზით;
აქტივობა 2 - ვარაუდებით კითხვა;
აქტივობა 3 - ახალი ლექსიკური ერთეულების განმარტების დაზუსტება;
აქტივობა 4 - გაგრძეებითი კითხვა.
III ფაზა (C) - წაკითხვის შემდეგ
აქტივობა 1- ტექსტის გაგება-გააზრებაზე კითხვების დასმა:
  1. ვინ არის მოქმედი პირი?
  2. კიდევ რომელი პერსონაჟები გვხვდებიან? (რა?)
  3. სად ხდება მოქმედება?
  4. რომელი ხის ფუღუროში დაიმალა გოგონა?
  5. როგორ შეხვდნენ გოგონას ცხოველები? (მეგობრულად თუ მტრულად?)
  6. რატომ ვერ დაიძინა გოგონამ?
  7. როგორ სცადეც ცხოველებმა გოგონას დახმარება?
  8. რატომ ვერ დაიძინა გოგონამ?
  9. რა გამოსავალი მოძებნეს მეგობრებმა გოგონს დასახმარებლა?
  10. რომელიმე ზღაპარი ხომ არ გაგახსენდათ, სადაც ცხოველები ადამიანს ეხმარებიან?
  11. გოგონა წუნია იყო, თუ მართლა კარგად მღეროდა გოგონას დედა?
  12. ცხოველებმა თავიანთი „სიმღერით“ ვერ დააძინეს გოგონა. თქვენ როგორ ფიქრობთ საკუთარ ნაშიერებს დააძინებდა მათი ხმა?
  13. დედაშვილური გრძნობა გააჩნიათ ცხოველებს? ხომ არ გაიხსენებთ რომელიმე ნასწავლ მოთხრობას ამ თემაზე? („ძუძგია“ დ. ვადაჭკორია)
აქტივობა 2 - საუბარი დედის მნიშვნელობაზე
აქტივობა 3 - ჯგუფებში სამუშაოდ დავურიგებ დიფერენცირებულ ფერად ბარათებს
               (პრეზენტაცია დაფასთან):
    I ჯგუფს - მოთხრობის რომელიმე ეპიზოდი დაასათაურეთ და დახატეთ.
    II ჯგუფი - წარმოიდგინეთ, ცხოველები რომ არ ყოფილიყვნენ კეთილები, როგორ   
                შეიცვლებოდა ამბავი. ჩაწერეთ ერთი-ორი წინადადებით.
    III ჯგუფი - მოთხრობაში გადმოცემული ამბავი განაგრძეთ თქვენებურად და ჩაწერეთ   
                 ერთი-ორი წინადადებით.  
    IV ჯგუფი - შეავსეთ ასოციაციური რუკა მეგობარზე;
    V ჯგუფი - ჩამოწერეთ სიტყვები რომელშიც ურევია სიტყვა „დედა“. ისრით დააკავშირე   
                ცხოველები მათ ხმოვანებასთან.
 აქტივობა 4 - ქვიზი 1, 2, 3, 4 კუთხით. პასუხებს გააკრავენ დაფაზე; ამით გამოიკვეთება გაკვეთილის მთავარი სათქმელი:
               ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო.
               კარგი ქენი, ქვაზე დადე, გაიარე წინ დაგხვდება.
               დედა უძღვის წინ ყველაფერს, ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს.
აქტივობა 5 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება - ცხოველების ურთიერთობა თავიანთ ნაშიერებთან.
აქტივობა 6 - საშინაო დავალება: ტექსტი კარგი კითხვით; პირამიდის შედგენა ახალ ლექსიკურ
              ერთეულზე სამუშაოდ; თვითშეფასების კითხვარის შევსება.
               


Комментариев нет:

Отправить комментарий