воскресенье, 23 июня 2019 г.

გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში-მართკუთხედის ფართობი


გაკვეთილის გეგმა ათემატიკაში
გაკვეთილის ტიპი: შიდა დაკვირვება
ავტორი: მანანა დარსანია

თემა
მართკუთხედის ფართობი


მიზანი და შედეგი
მართკუთხედის ფართობის გამოთვლის სტრატეგიების შემუშავება.
მოსწავლეები შეძლებენ მრავალკუთხედის (კვადრატი, მართკუთხედი)
თვისებების გამოყენებას ფართობის გამოთვლისას.
 ცოდნას დააკავშირებენ ყოფა-ცხოვრებასთან.

ესგ-ის  შედეგი.
მისაღწევი შედეგის ინდიკატორები.































ესგ-ის  შედეგი.
მისაღწევი შედეგის ინდიკატორებისსსმმოსწავლისთვის
მათ. IV.5. მოსწავლეს შეუძლია ზომის სხვადასხვა
 ერთეულების გამოყენება და ერთმანეთთან დაკავშირება.
·         გამოსახავს სიგრძის/წონის რომელიმე დიდ ერთეულს
·          (აგრეთვე დიდი ერთეულის ნახევარს) მცირე ერთეულით.
·         (მაგალითად, 2მ = 20დმ, 2მ = 200სმ; 4კგ = 4000გ);
მათ.IV.9 მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი და სივრცულ ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა
·         ნიმუშის მიხედვით ქმნის მითითებული სივრცული
ფიგურის მოდელს ან კარკასს სხვადასხვა მასალის გამოყენებით
ქმნის  ბრტყელი ფიგურის ან ფიგურათა ჯგუფის გრაფიკულ
გამოსახულებას მისი სიტყვიერი აღწერილობის საფუძველზე.

მათ.IV.10 მოსწავლეს შეუძლია საგანთა და ფიგურათა ზომებისა და ობიექტთა შორის მანძილების პოვნა

·         ზომავს და ითვლის ტეხილის სიგრძეს, მრავალკუთხედის
პერიმეტრს და აფიქსირებს შედეგს შესაფერის სტანდარტულ
ერთეულში.
მათ IV.11  მოსწავლეს შუძლია სქემაზე ორიენტირება და მარშრუტის აღმწერიმარტივი სქემის შექმნა.
·         გამოარჩევს სიმბოლოებით მითითებულ მარშრუტს სქემაზე

მათ.III.9 მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.
·         გეომეტრიული ფიგურის სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით
ქმნის ამ ფიგურის გრაფიკულ გამოსახულებას;

·         ირჩევს ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების მოდელებს
მოცემულიგროვიდან და ქმნის მითითებულ კონფიგურაციას/ფი
გურას.
სწავლების საფეხური

მე -IV

მოსწავლეთა რაოდენობა
25

მათ შორის სსსმ მოსწავლე
2
საჭირო დრო

45 წუთი


წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები


ტოლ შესაკრებთა ჯამის ჩაწერა ნამრავლის სახით, მოცემულ რიცხვზე -
ჯერ მეტი, -ჯერ ნაკლები, ით- მეტი, ით - ნაკლები რიცხვებიის პოვნა,
ტეხილი. ტეხილის სიგრძე, სხვდასხვა გვერდის მქონე მრავალკუთხედე
ბის პერიმეტრის პოვნა, კვადრატის ფართობის პოვნა.მართკუთხედისა და კვადრატის თვისებები.
ზომის სხვადასხვა ერთეულების ერთმანეთში გადაყვანა.


საგანმანათლებლო რესურსები

სახელმძღვანელო, სქემები, ბარათები დიფერენცირებული
დავალებებისათვის, პლაკატი გეომეტრიული ფიგურებით, დაფა,
სახაზავი, წებო, სტიკერები, ჩასაკრავი კვადრატები, ცარცი.











გაკვეთილის მსვლელობა

A ფაზა-გამოწვევა- 8წთ.

აქტივობა
მეთოდი
  მიზანი
დრო
ორგანიზაციის
ფორმა
რესურსები
შეფასება
1.

საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.
გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა. შეფასების რუბრიკების წარდგენა.
ვერბალური ახსნა
მოსწავლეთა მობილიზაცია საგაკვეთილო პროცესისათვის.
1წთ
საკლასო
დაფა, ცარცი , ჟურნალი

2
საშინაო დავალების ერთობრივი გარჩევა(1 სსსმ მოსწავლეების დავალება და 1 ამოცანა მთელი კლასისთვის მიცემული დავალებიდან) იხ.დანართი#1და#2.
კითხვა- პასუხი
წინარე ცოდნის გააქტიურება
5 წთ
საკლასო
დაფა -ცარცი
განმავითარებელი
3
კითხვების დასმა:
1.რა  არის მართკუთხედი?  კვადრატი?
2. გაიხსენეთ მათი თვისებები.
3. კვადრატი მართკუთხედია? პირიქით?
რატომ?
4. როგორ გავზომოთ მრავალკუთხედის პერიმეტრი?
5. რა არის ფათობი?
6. როგორ ვიპოვოთ კვადრატის ფართობი?
7.ყველა საყოფაცხოვრებო ნივთი და ფართი ხომ არ არის კვადრატის ფორმის?(შეიძლება იყოს მართკუთხედის ფორმის)

კითხვა-პასუხი
წინარე ცოდნის გააქტიურება
2 წთ
საკლასო
პლაკატი-გეომეტრიული ფიგურებით
განმავითარებელი


B ფაზა-შინაარსის რეალიზება (სიღრმისეული წვდომა, ცოდნისკონსტრუირება)-12წთ.

აქტივობა
მეთოდი
მიზანი
დრო
ორგანიზაციის
ფორმა
რესურსები
შეფასება
1.

მასწავლებელი კლასს  შეახსენებს გაკვეთილის მიზანს (მართხუთხედისფართობის გამოთვლის სტრატეგიის შემუშავება)და სვამს შეკითხვას, რატომ შეიძლება დაგვჭირდეს ტეხილის ანმრავალკუთხედის გვერდების სიგრძეების შეკრება ან გადამრავლება? ( გავლილი გზის სიგრძის გასაგებად, ნაკვეთის შემოსაღობად საჭირო მავთულის ბადის სიგრძისგასაგებად,მართკუთხედის ფორმის სტადიონზე მოლის დასაგებად,იატაკის დაგებად,კედლის შესაღებად, მშენებლობაში და ა. შ.)
კითხვა-პასუხი























ახალი მასალის მნიშვნელობის გააზრება და მის მიმართ ინტერესის აღძვრა; 









2 წთ


















საკლასო




































განმავითარებელი





















2.

ახალი მასალის ახსნა: დაფაზე დახაზულია მართკუთხედი, მითითებულია ზომები: სიგრძე, სიგანე. (3მ.;7მ.) მასწავლებელი დაფასთან გამოძახებულ მოსწავლეს სთხოვს წინარე ცოდნაზე დაყრდნობით განსაზღვროს საზომი ერთეული, კვადრატის ფორმის ჩასაკრავი ბარათებით შეავსოს მოცემული ფიგურა კვადრატებით ისე, რომ კვადრატებმა ერთმანეთი არ გადაფაროს; შემდეგ დაითვალოს კვადრატების რაოდენობა და ამ გზით გამოთვალოს მართკუთხედის ფართობი.  მასწავლებელი იძახებს დაფასთან მეორე მოსწავლეს და სთხოვს იპოვოს იგივე მართკუთხედის ფართობის გამოთვლის უფრო მოსახერხებელი გზა.  მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გამოიყვანენ
მართკუთხედის ფართობის გამოსაანგარიშებელ ფორმულას. S=a×b.
მოსწავლეები სიტყვიერად განმარტავენ  ფართობის მართკუთხედის გამოთვლის წესს. (მართხუთხედის ფართობი რომ ვიპოვოთ,მართკუთხედის სიგრძე უნდა გავამრავლოთ მართკუთხედის სიგანეზე).
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად რამდენიმე ერთნაირი ფართობის,(12კვადტრული სანტიმეტრი:
12=12×1;  12=1×12;
12=2×6;    12=6×2;
12=3×4;    12=4×3;)
მაგრამ განსხვავებულიფორმის მართკუთხედის ფართობს გამოიანგარიშებენ. ასე ისინი მიხვდებიან,რომ ერთი და იგივე
ფართობის მართხკუთხედი შეიძლება განსხვავებული ფორმის იყოს. (ეს კვადრატის ფორმის ფართზე შეუძლებელია მისი თვისებიდან გამომდინარე).
კონსტრუქტივისტუ
ლი
მართკუთხედის ფართობისგამოთვლის სტრატეგიის შემუშავება
10 წთ
მთელი კლასი


დაფა ცარცი, კვადრატის ფორმის სტიკერები
განმავითარებელი


C ფაზა-რეფლექსია - შეჯამება-გამთლიანება- წთ.

აქტივობა
მეთოდი
მიზანი
დრო
ორგანიზაციის ფორმა

რესურსები
შეფასება
1.

ჯგუფური მუშაობა:
მზაობისგათვალისწინებით კლასი იყოფა ჯგუფებად და ეძლევათ დიფერენცირებული დავალებები:

I - ჯგუფი:
მართკუთხედის ფორმის სასკოლო ბაღს გარშემო ბილიკი აკრავს . მათემ 3 ჯერ შემოუარა მას. რა მანძილი გაიარა მათემ  თუ ბაღის სიგრძე 68 მ -ია , სიგანე კი - 32 მ.
II - ჯგუფი:
მართკუთხედის ფორმის ოთახის სიგრძე 6 მეტრია, სიგანე -3მ. განვსაზღვროთ ფართობის დასათვლელი ერთეული და გამოვიანგარიშოთ ოთახის ფართობი ერთეულოვანი კვადრატებით და ფართობის გამოსათვლელი ფორმულით.
III-ჯგუფი:
მართკუთხედის ფორმის საახალწლო კედლის გაზეთის  შემოსაზღვრულ კუთხეში ჩავაკრათ ფიფქები. თითო კვადრატულ დეციმეტრში უნდა ჩავაკრათ თითო ფიფქი. რამდენი ფიფქი დაგჭირდება თუ
სიგრძეა 7დმ., სიგანე - 3 დმ.
IV - ჯგუფი:
მართკუთხედის ფორმის აუზის სიგრძე 7მეტრია. რას უდრის აუზის სიგანე, თუ აუზის ფართობი 28 კვადრატული მეტრია?
V-   ჯგუფი:
მართკუთხედის ფორმის ყანის სიგანეა 9 მეტრი, სიგრძე - 10 მეტრი. ერთ კვადრატულ მეტრს უნდა მოვაყაროთ 200 გრამი სასუქი. რა სიგრძის მავთულია საჭირო ყანის შემოსაღობად? რამდენი კილოგრამი სასუქი დაგვჭირდება?

ჯგუფური მუშაობა
ახალი ცოდნის განმტკიცება მისი პრაქტიკული   გამოყენების გზით
10 წთ
ჯგუფური
დავალების ბარათები, წებოვანი, ხვადასხვა ფორმის სტიკერები, წებო, თაბახის ფურცლები, ფორმატები
განმავითარებელი






2.
ნამუშევრების პრეზენტაცია

ვერბალური ახსნა
ლოგიკური აზროვნების განვითარება, მსჯელობა დასაბუთების, უნარ-ჩვევის გამომუშავება
10 წთ
ჯგუფური
ჯგუფის მიერ შსრულებული დავალება
განმავითარებელი
3
შემაჯამებელი ტესტის შევსება

წერა
ცოდნის განმტკიცება, სისტემაში მოყვანა
4 წთ
საკლასო
ინდივიდიულარი დავალება
განმავითარებელი
4
საშინაო დავალების მიცემა: წიგნიდან გვ. 122 N3, N9.



ვერბალური
ცოდნის განმტკიცება
1 წთ
ინდივიდუალური
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი



მოსწავლის შეფასების რუბრიკა

 კარგი
საშუალო
დამაკმაყოფილებელი
აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში
თავი გამოიჩინა გაკვეთილის მსვლელობისას
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას
შეუძლია ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება
კარგად გაართვა თავი დაგეგმის ამოცანებს
საჭიროებს დამატებით მუშაობას უკეთესი შედეგის მისაღწევად
საჭიროებს მასწავლებლის დახმარებას

მოსწავლის თვითშეფასების რუბრუკა                                      დიახ | არა
აქტიური ვიყავი 

ჩემი მოსაზრება უმეტეს შემთხვევაში ოყო სწორი



ერთობლივად აღმოვაჩინეთ მრავალკუთხედისა და კვადრატის  ფართობის  გამოსათვლელი სტრატეგიები


ვთანამშრომლობდი ჯგუფის წევრებთან




დანართი: #1.
სსსმ მოსწავლეების საშინაო დავალება:
Bb=60მ.               
 B                                       C

a-?
                   p=?
A                                         D
შემოვღობოთმართკუთხედის ფორმისნაკვეთი.ნაკვეთის სიგრძე 60 მ -ია,სიგანემასზე 2-ჯერნაკლებია.რამდენი მეტრი მავთული დაგვჭირდება?


დანართი # 2.
მთელი კლასის საშინაო დავალება:
ბოსტანს კვადრატის ფორმა აქვს. მისი პერიმეტრია 360მ. გამოვთვალოთ ამ კვადრატის ფართობი.
                                                                                
                                  ტ ე ს ტ ი  (სსსმ მოსწავლეებისთვის)
1.   პერიმეტრი არის:
ა) ორი გვერდის ნამრავლი.
ბ) ყველა გვერდის სიგრძეთა ჯამი.
გ) სიგრძე გაყოფილი სიგანეზე.
2.   პერიმეტრის გამოსათვლელი ფორმულაა:
ა)  p = a × b
ბ)  P = a × 2 +b ×2
გ) P = b : a
3.   პერიმეტრის საზომი ერთეულია:
ა) კგ.; გ.; ტ.
ბ) მმ.; სმ.;დმ.;მ.;
გ) მლ.; ლ.;




Комментариев нет:

Отправить комментарий