вторник, 28 мая 2019 г.

ბულინგი


   ჩემს კლასში ნინი თოფურიას (მარიამ ჩალიგავას დედის) დახმარებით ჩატარდა გაკვეთილი. მან მარტივი ენით ახსნა, თუ რას ნიშნავს სიტყვა ბულინგი, რომ ეს არის ძალადობა, დაჩაგვრა. 



შემდეგ დასვა კითხვები და გაიგო თუ რა იცოდნენ ამის შესახებ ბავშვებმა, შესწრებიან თუ არა სადმე ძალადობის ფაქტს. მოსწავლეებმა ამ თემაზე ანიმაციური ფილმი ნახეს: 



    შემდეგ მოსწავლეებმა უპასუხეს კითხვებს; დაახასიათეს ფილმის მონაწილეები; მოიყვანეს მაგალითები პირადი ცხოვრებიდან; დაასახელეს სიტუაციიდან გამოსვლის გზები, რათა სამომავლოდ აირიდონ მსგავსი პრობლემები; მოიფიქრეს სლოგანი; დახატეს შესაბამისი ნახატები და სათაურის ქვეშ: „ერთად ვიხმაუროთ ძალადობის წინააღმდეგ ‘‘ სიმბოლურად საღებავში შეღებილი ხელები დაახატეს; მოაწყვეს გამოფენა სკოლის დერეფანში.

პრეზენტაცია


(სურათების მსხვილ ხედში სანახავად დააჭირეთ მათზე)
















   ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო გაკვეთილი იყო.



Комментариев нет:

Отправить комментарий